11:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 23:50:34, 692 ნახვა

მსოფლიო
ოფიციალური კიევი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში დასახმარებლად, გერმანიის კანცლერს მიმართავს

უკრაინამ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაში დასახმარებლად მიმართა. 

ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ გერმანული ტელეარხის ARD- ის გადაცემა Tagesschau- ს ეთერში განაცხადა.

იგორ ჟოვკვას თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით უნდა მოხდეს. 

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზაობა, კიდევ ერთხელ გამოხატა. მისი აზრით, ომის დასრულება, მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად გახდება შესაძლებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics