|
2022-03-09 18:14:57, 1407 ნახვა
რეგიონი
სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ახალი საბავშვო ბაღის შენობა გახსნეს. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება. მათივე ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 696 326 ლარით დაფინანსდა და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ეზოში საბავშვო მოედანზე კი გასართობი საშუალებებია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ადგილზე დამატებით სამუშაო ადგილებიც გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში საბავშვო ბაღი 30 წელია არ არსებობდა და ბავშვები მშობლებს მერიის დაქირავებული ტრანსპორტით მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ. ,,სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ზემო ხანდაკში, უახლოეს დღეებში კი სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესს გავაგრძელებთ, რათა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს აღზრდის თანაბარი პირობები - ლამაზ გარემოში განათლების მიღების შესაძლებლობა“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)