21:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 16:52:46, 733 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ,,მთავარ არხს’’ - იმ ტელევიზიის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის პატრონებმაც ომიდან მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა ცხინვალის დაბომბვით ომი დაიწყეს

,ეს კითხვა, ერთის მხრივ ძალიან პრიმიტიულია, უადგილო და მათ შორის შეურაცხმყოფელიც კი. რუსეთი რომ აგრესორია, მან წამოიწყო ომი უკრაინაში და ა.შ. ამაზე კითხვის დასმაც კი, მათ ნარატივს აძლიერებს, პირდაპირ გეუბნებით, ახლა თქვენ აძლიერებთ რუსულ ნარატივს’’ ასე უპასუხა „მთავარი არხის’’ კითხვას - ვინ დაიწყო ომი უკრაინაში ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტს მიმართა, მათი ტელევიზიის მეპატრონეებმა ომის დასრულებიდან ერთ თვეში ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი.

,,თქვენ იმ ტელევიზიის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის პატრონებმაც თავის დროზე მიუხედავად იმისა, რომ ასეთივე ღია აგრესია, ცოტა სხვა გარემოებების მიუხედავად, აწარმოა რუსეთმა საქართველოშიც და მაშინ, ომიდან ერთ თვეში, თქვენი ტელევიზიის მეპატრონეებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვით ომი დაიწყეს. ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო და რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაბომბეს კასეტური ბომბებით ცხინვალი. მე-6 პუნქტის დასაწყისშივე რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ პარტიიდან ისმება დღეს კითხვები - უკრაინაში ვინ დაიწყო ომი, სადაც კიდევ უფრო მკაფიოა ყველაფერი’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics