|
2022-03-07 20:32:40, 931 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში იმყოფებოდა
თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ბელიაშვილის N5-ში გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს. ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის მერმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ქველმოქმედებაში ჩართულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს კი მადლობა გადაუხადა. „მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ჩართულია ამ პროცესში და გვერდში უდგას უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მინდა, მადლობა გადავუხადო, ასევე, იმ რიგით მოქალაქეებს, ვინც შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გამოხატა მხარდაჭერა. გულწრფელად ვუხდი მადლობას ყველას, რადგან ვიცი, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ უჭირს მოსახლეობას და ამის მიუხედავად მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ უკრაინელ დებს და ძმებს. გენაცვალეთ ადამიანობაში, გულში ყველას ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დღეს, აქ წარმოდგენილია კომპანია „არქის“ მიერ მოტანილი 500 ყუთი. ეს არის საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები. ასევე, კომპანია „მაგნიტმა“ წარმოადგინა სხვადასხვა დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი შეგროვდება და უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით გაიგზავნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით, არაერთ ჰუმანიტარულ პროგრამას ახორციელებს. „ჩვენ სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ითავა საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელების დაბინავება და კვებით უზრუნველყოფა. ჩვენ, ასევე, შევეხიდეთ იმაში, რომ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ მუნიციპალური ინფრასტრუქტურით. ეს არის საცურაო აუზები, თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სპორტული ცენტრები. ასევე, უფასოდ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად, გვერდით დავუდგებით ჩვენს დებს და ძმებს, თუმცა ყველაზე მთავარი რაც არის - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. „ადგილზე ასევე იმყოფებოდა კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია. აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ანგარიშის სახაზინო კოდია 300778800. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)