14:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 20:55:03, 1533 ნახვა

ეკონომიკა
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თიბისის ინიციატივას ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმები უერთდებიან

თიბისი ჯგუფში შემავალი  ციფრული პლატფორმების მენეჯმენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დადგეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.

მიღებული გადაწყვეტილებით, Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის  3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 5 მარტიდან  შეძენილი პროდუქციის 3% დახმარების ფონდში, შემდეგ კი უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე გადაირიცხება.

ფულადი დახმარების გარდა, ციფრული პლატფორმები მომხმარებელს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის პროცესს გაუმარტივებს, რისთვისაც სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი სერვისი. თითოეული ამ  მომსახურებით სარგებლობა უფასოა.

  • Mymarket- ს დაემატა სპეციალური განცხადების ატვირთვის ფორმა. თუ მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების ნივთების მიტანას უკრაინის საელჩოში ვერ ახერხებს, შეუძლია ნივთების შესახებ ინფორმაცია და მისამართი ვებ-გვერდზე  ატვირთოს. Mymarket-ის   კურიერი მას  საელჩოში წაიღებს, რის შემდეგაც ნივთი სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად უკრაინაში გაიგზავნება.
  • Vendoo-ზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის შეძენა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის საელჩოში ნივთების ტრანსპორტირებას vendoo-ს გუნდი უზრუნველყოფს.
  • Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის -  მათთვის, ვინც საქართველოში იმყოფება და არსებული ვითარები გამო  ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისეთი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც გარკვეული ვადით უფასოდ დაეთმობათ უკრაინის მოქალაქეებს.  ინფორმაციის ნახვა ერთ პლატფორმაზე, მარტივად იქნება შესაძლებელი.

„უკანასკნელმა დღეებმა გვაჩვენა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატვა და გვერდში დგომა. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელი მეგობრების მდგომარეობის შემსუბუქებას შევძლებთ“, - გიორგი ჩუმაშვილი, თიბისი ეკოსისტემების გენერალური დირექტორი.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics