23:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 18:06:25, 771 ნახვა

პოლიტიკა
დავით არახამია ქართული ნაწარმის რუსეთში გატანაზე - ასეთი დანის ჩარტყმა უკრაინელების ზურგში არის სირცხვილი

დავით არახამია, რომელიც უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინის მხარეს წარმოადგენს, ქართული რძის ნაწარმის რუსეთში ექსპორტზე გატანას ეხმიაება და აცხადებს, რომ "ასეთი დანის ჩარტყმა უკრაინელების ზურგში არის სირცხვილი".

უკრაინის მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" ლიდერი ამბობს, რომ  ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ქართველი იყო, ახლა კი ძალიან რცხვენია. 

"მინდა მივმართო ქართველ ხალხს და უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მოხსნა ეკონომიკური ბარიერები და სანქციები ქართულ რძეზე, ღვინოზე და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ მოეპოვებინა ქართული მხრის ლოიალობა უკრაინის ომში.
მე მინდა ყველა ქართველს მივმართო - მეც ქართველი ვარ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, უკრაინა იმ წამსვე ეკონომიკური დანაკარგის გაუთვალისწინებლად, ყველანაირად დაეხმარა საქართველოს, გამოგზავნა სამხედროები, ინსტრუქტორები იმისთვის, რომ დახმარებოდა მოძმე ქვეყანას და ახლა? თქვენ თვლით, რომ რასაც საქართველო აკეთებს, ეს ნორმალურია? მაშინ როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. გთხოვთ, ქართველო ხალხო, თქვენი მწამს, გაეცით პასუხი თქვენს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ასეთი დანის ჩარტყმა უკრაინელების ზურგში არის სირცხვილი. ახლა მე უკრაინის ხელისუფლებაში ვარ. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ ქართველი ვიყავი, ახლა კი ძალიან მრცხვენია!", - განახადა დავით არახამია.

ცნობისთვის, რუსეთი 15 ქართულ კომპანიას უფლებას აძლევს, რუსეთში რძის პროდუქტები შეიტანოს. ამის შესახებ ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურის (როსსელხორნადზორმა) ხელმძღვანელის მრჩეველმა, იულია მელანომ განაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics