23:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 18:49:26, 871 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია კობახიძეზე - ვინ ღვრიდა ნიანგის ცრემლებს? ის, ვინც უმცირესობების მიმართ ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებითაა დაკავებული

ჩვენ ახლა ვიხილეთ პროპაგანდის მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი, ფაქტობრივი ტყუილებით და მანიპულაციებით სავსე ნიაღვარი ივანიშვილის ერთ-ერთი სპიკერი კობახიძისგან. - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციასთან დაკავაშირებით "ევროპული საქაართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქის შემოშვება ან არ შემოშვება ეთნიკურობასთან არანაირ კავშირში არ არის.

"ვინ გველაპარაკებოდა ეთნიკური შუღლის გაღვივევების დაუშვებლობაზე, ვინ ღვრიდა ნიანგის ცრემლებს? ღვრიდა ის ადამიანი, იმ გუნდის წარმომადგენელი, "ქართული ოცნების", რომელიც წლებია, უმცირესობების მიმართ ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებითაა დაკავებული, რომელიც არის მოკავშირე "ალტ ინფოსი", პუტინისტური ჯგუფების, მათ აფარებენ ხელს არამარტო ეთნიკური შუღლის პროპაგანდისთვის, არამედ ძალადობის ორრგანიზისთვის.

და ეს ადამიანი უკითხავდა დღეს საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს მორალს ამაზე? თან, რაც მთავარია, დიდ სიცრუეს ამბობს, აქ ეთნიკურობა არაფერ შუაშია, აქ საუბარი არის მოქალაქეობაზე, ეს არის სუვერენული უფლება ყველა ქვეყნის და მოვალეობაც კი მთავრობის, რომ კონკრეტულ ვითარებაში თავის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას ან არ შემოუშვას რომელიმე კონკრეტული მოქალაქე უცხო ქვეყნის, ეთნიკურობა აქ საერთოდ არაფერ შუაშია. ეს არის მთავრობა, რომელიც მთელი წლებია არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში ანტიპუტინისტებს. ის არ უშვებს პუტინის მტრებს, მაგრამ უშვებს გავრილოვს და პოზნერს და დღემდე ამტკიცებს, თითქოს უფლება არ ჰქონდათ, გავრილოვი არ შემოეშვათ." - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics