15:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 09:18:30, 1132 ნახვა

ეკონომიკა
რუსეთში იზრდება დეფოლტის შესაძლებლობა

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა დეფოლტის შესაძლებლობა ქვეყნის სახელმწიფო ვალის დოლარით გადახდისას. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ასეთი პროგნოზი აქვთ ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, ამერიკული JPMorgan-ის ანალიტიკოსებს.
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის სავალუტო ობლიგაციების დეფოლტის ალბათობა“, - აცხადებენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები.
როგორც CNN წერს, რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს ნაღდი ფული, რათა ვალის გადახდა შეძლოს, ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით $643 მილიარდია. თუმცა, როგორც JPMorgan-ში ამბობენ, სანქციები, რაც რუსეთს ამერიკამ დაუწესა, მოსკოვს გაურთულებს საზღვარგარეთ ობლიგაციებით გადახდებს.
მაგალითად, ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციები და რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვა, უცხოურ ვალუტაზე წვდომაზე გავლენას იქონიებს.

ინფორმაციისთვის 1998 წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დეფოლტი გამოაცხადა.  გრანდიოზული სახელმწიფო ფინანსური პირამიდა ჩამოშალა და ათობით ბანკი, ასობით კომპანია და ათასობით მწერმე მოიყოლა.  ტექნიკური დეფოლტის გამო "გაიყინა" მილიარდობით რუბლის ვალი და ამავე დროს მკვეთრად გაუფასურდა რუსული ვალუტა. მოგვიანებით ეკონომიკურ კოლაფსს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის გადადგომა მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics