06:15 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 12:42:29, 901 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი რეზნიკოვი - ოკუპანტებს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან

მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის თავდაცვი მინისტრი აცხადებს, რომ რუსი სამხედდროები ტერორისტულ აქტს ახორციელებენ.

"მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან. საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, სამშობიაროებისა და მოედნების დაბომბვა არის მხდალი საქციელი. ესენი სამხედროები არ არიან - ისინი ტერორისტები არიან - ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლები.

მტერმა სასტიკად დაბომბა მშვიდობიანი ჟიტომირი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი და სხვა ქალაქები. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, დადიან სხვადასხვა ეკლესიებსა და ღვთისმსახურებაზე, ერთად უწევენ გმირულ წინააღმდეგობას რუს ოკუპანტებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - წერს  ალექსეი რეზნიკოვი. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics