|
2022-03-02 11:03:23, 889 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში?
„მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში? ან მათ, ვინც შეიძლება დაიღუპოს საქართველოში სამხედრო შეტაკებისას ან ომიანობის შემთხვევაში? ერთხელ მაინც მოუნახულებიათ ქართველი ჯარისკაცების საფლავები ან ქართული ჯარისთვის რამე გაუკეთებიათ?" – ასეთი კითხვით მიმართა ოპოზიციის ნაწილს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო პერიოდში დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, რომლის მიზანია, საქართველო მოექცეს საომარი ვითარების ეპიცენტრში. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიზნისთვის ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს, „მიზანი კი არის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა... ჩვენ ვიხილოთ ისევ მტრის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე". რატი ბრეგაძემ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ქართულ ჯარში უპრეცედენტო აღმავლობის პერიოდი იყო. „ამ პერიოდში ქართულ ჯარში იყო უპრეცედენტო აღმავლობა. ყველამ იცის, როგორი ზრუნვა იყო ქართულ ჯარზე, დაწყებული ფორმებიდან, კვებით, შეიარაღებით, გადაიარაღებით დასრულებული, და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა ქართულ ჯარში ის ეპოქა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ საბჭოთა „კრაზებით" და ძველი საბჭოთა მანქანებით. ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს ყოფილა; მთელი ქმედებები მიმართული იყო იქით, რომ რაც შეიძლება ამაღლებულიყო მოტივაცია ქართულ ჯარში და ჯარში სამსახური გამხდარიყო რაც შეიძლება პრესტიჟული და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, რას ემსახურება ქართული ჯარი", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძემ ქართულ ჯარში მსახურების შესახებ ოპოზიციის დამოკიდებულებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დემორალიზაციის უბადრუკი და წარუმატებელი მცდელობა". „დღეს ეს ხალხი, ვინც ქართველ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელს უშლიდა იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს მიეღოთ ელემენტარული სამხედრო განათლება... მოუწოდებდნენ, რომ ჯარში არ წასულიყვნენ და „გირჩის" მამაოდ სთავაზობდნენ გახდომას; ეს ხალხი დღეს საუბრობს ტერიტორიების დაცვაზე და მოგვიწოდებს, რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ, რომ ესკალაცია მოხდეს", – აღნიშნა მან. რატი ბრეგაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, „დღეს, ძალიან მაღალი ალბათობით, საომარ ვითარებაში ვიქნებოდით და განმეორდებოდა ის ტრაგედია, რაც იყო 2008 წელს", რადგან ეს ძალა მზადაა, ყველა სიტუაცია თავისი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენოს. „დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობას გაიყვანს მშვიდობიან ფონზე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)