|
2022-03-02 10:52:19, 447 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ჩვენი ფორმულაა მეგობრების უპირობო მხარდაჭერა და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა
„ჩვენ ვთქვით, რა არის ჩვენი ფორმულა – ეს არის მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, და ეს არის ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, როდესაც იგი იცავს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, პაუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი შეაფასოს სათანადოდ და არ დაუშვას არავითარი ძალადობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. „შემდეგნაირად შევხედოთ სიტუაციას – საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად იმყოფება რუსეთის სამხედრო ბაზები, ქვეყნის ტერიტორიების, დაახლოებით, 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ასევე, მილიონამდე ქართველი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში და, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია, ასევე, მათი ბედი და მათი ოჯახების წევრების ბედი, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში. ასევე, ჩვენ გვყავს ჩვენი მოქალაქეები უკრაინის ტერიტორიაზე და, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ძალიან რთული უსაფრთხოების გარემოც, რომელიც ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა საქართველოს ირგვლივ და, ასევე, კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები, რომელთა დაძლევაც მეტნაკლებად ეტაპობრივად დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ნებისმიერი პაუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი შეაფასოს სათანადოდ და არ დაუშვას არავითარი ძალადობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ ეს პერიოდი გამოვიარეთ – ბოლოს, გახსოვთ, ეს იყო 2008 წლის ძალიან ტრაგიკული ომი და, ასევე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო იმყოფება ქრონიკულად სისხლისღვრის, ომიანობის პერიოდში და, როგორც იქნა, ეს პერიოდი მეტნაკლებად დავძლიეთ და 2012 წლის მერე საქართველოში შესაძლებელი გახდა მშვიდობის შენარჩუნება. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის მოსახლეობის ინტერესებში და, ბუნებრივია, ჩვენი უპირობო ვალდებულებაა, რომ ყველა ეს ფაქტორი ავწონოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ჩვენი მეგობრების უპირობო და ძლიერი მხარდაჭერით", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)