05:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 16:23:56, 563 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსის სამხედრო ძალები ჩერნიგოვის რეგიონში შეიჭრნენ

ბელორუსის სამხედრო ძალები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ. აღნიშნიულის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის ძალების ,,ჩრდილოეთის" რეგიონალური განყოფილების წარმომადგენელმა, ვიტალი კირილოვმა დაადასტურა.

„ბელორუსია ომში ჩაერთო. ბელორუსის ჯარები შევიდნენ ჩერნიგოვის რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოფლების სლაბინის, პაკულისა და სოფელ მიხაილო-კოციუბინსკის მაცხოვრებლები სამხედრო ტექნიკის მოძრაობის შესახებ მედიასთან აცხადებენ. აღჭურვილობის მოძრაობას, მობილური კომუნიკაციების წვდომის შეზღუდვაც თან ახლავს.

გავრცელებული ინფორმაციით ბელორუსელი ჯარისკაცები სლაბინის ან პაკულის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მანამდე თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის თქმით, ალბათობა იმისა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული მთავრობამ (SB), რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, თავისი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა გადაწყვიტოს, დიდია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics