02:37 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 14:03:32, 705 ნახვა

მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო - კიევს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება

ჩვენ გადავჭერით სამხედროების უზრუნველყოფის საკითხი, ახლა უნდა ვუზრუნველვყოთ დედაქალაქის მცხოვრებლებზე, რომლებიც სახლში დარჩნენ ან თავშესაფრებში არიან. - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო წერს და ამბობს, რომ ახლა კიევს დახმარება სჭირდება.

"მედიკამენტები და სააფთიაქო საშუალებები, საჭმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, ადამიანური რესურსები (მოხალისეები) მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს და შეუძლია დაეხმაროს, გამოგვეხმაუროს. ჩვენ უნდა დავიცვათ კიეველები და გავითვალისწინოთ ამ ქალაქის მცხოვრებთა საჭიროებებს." - აცხადებს კიევის მერი.

მერის თქმით, პირველ რიგში მარტოხელა მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ეხმარებიან და მათ დასახმარებლად სპეციალური პლატფორმაც შეიქმნა.  

"სახსრების მოსაზიდად და ფონდის შესავსებად მივმართე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კიევისა და უკრაინის უცხოელ პარტნიორებს. ბიზნესმა უკვე დაიწყო დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება კი ევროპისა და უკრაინის ზოგიერთ ქალაქებში იგზავნება." - წერს კლიჩკო.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics