|
2022-03-01 12:26:50, 493 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს თავიანთი საქმიანობის კანონიერად განხორცილებისა და ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, B კატეგორიის ტაქსების მძღოლებმა საქმიანობის ნებართვა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აიღონ. „იცით, რომ გვყავს A და B კატეგორიების ტაქსების მძღოლები. A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსი, შესაბამისი მანიშნებლით, რომელიც ქალაქში გადაადგილდება. არსებობენ ასევე, B კატეგორიის ტაქსები, რომელთაც არა აქვთ მანიშნებელი - შეიძლება ჩართული იყვნენ აპლიკაციებში და ემსახურებოდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტაქსით გადაადგილდება, თუმცა, შესაბამისი ლიცენზია საჭიროა B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც. რა თქმა უნდა, კონტროლი, რომელიც ყოველთვის იყო ამ მიმართულებით, გამკაცრდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ, ვინც ამ სერვისს ეწევა, რომ ლიცენზიების აღება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ულიცენზიოდ საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს მათი დაჯარიმება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ლიცენზია, რომლის მიღება მუნიციპალიტეტში ძალიან მარტივია. სანებართვო მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდის შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში, ნებართვა უფასოა. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაიხდით თავს დასაჯარიმებლად, აიღეთ ნებართვა და თქვენი საქმიანობა განახორციელეთ კანონიერად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი 2019 წლიდან ახორციელებს, ზაფხულისთვის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რომელთან დაკავშირებითაც, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)