02:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 12:15:58, 542 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შემაშფოთებელია და საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინას მისი ცხოვრების ბევრი დასამახსოვრებელი წუთი, წარმატება და გამარჯვება უკავშირდება.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპებს. რთულია, ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს. ჩვენ ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. გარკვეული წლების განმავლობაში, მომიწია უკრაინაში ცხოვრება, კერძოდ კიევში. ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი დღე და წუთი მახსოვს. ბევრი წარმატება, გამარჯვება და დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან. მინდა უკრაინელ ხალხს ჩემი სოლიდარობა  კიდევ ერთხელ გამოვუცხადო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

კახა კალაძემ საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს უკრაინისა და უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„როგორც ქართველს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, განსაკუთრებით მეამაყება, რომ საქართველოს დიპლომატიური მისია იმ ერთეულებს შორისაა, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, არ მოატოვა უკრაინა და უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics