02:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 03:30:59, 693 ნახვა

პოლიტიკა
ბელორუსის ჯარები უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდებიან - უკრაინის გენშტაბი

ბელორუსის შეიარაღებული ძალების ცალკეულმა ქვედანაყოფებმა რომლებიც  საბრძოლო მზადყოფნაში არიან, უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე ვოლინის მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს.

ამის შესახებ ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შემაჯამებელ განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ბელორუსის ტერიტორია კვლავ გამოიყენება არმიის, ოპერატიულ-ტაქტიკური და რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ავიაციის საბრძოლო მისიებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე ამოცანების შესასრულებლად.
ასევე, გენერალური შტაბი იტყობინება, რომ დღის განმავლობაში აგრესორები აჯგუფებდნენ ჯავშანტექნიკას და სარაკეტო და საარტილერიო იარაღს გარკვეული მიმართულებით, ძირითადად კიევისა და უკრაინის დიდი ქალაქების, კერძოდ ხარკოვის, ჩერნიგოვის, ოდესის ალყაში მოქცევისა და აღების მიზნით. სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი წილი შემოდის ბელორუსის ტერიტორიიდან და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით.
არსებული ინფორმაციით, რუსული ტაქტიკური ჯგუფების მეთაურებმა მიიღეს ბრძანება, გაენადგურებინათ მობილური ანძები უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევისას.
"ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუს ოკუპანტებს საშინლად ეშინიათ, რადგან მათ არ მიიღეს პროპაგანდისტების მიერ დაპირებული პური და მარილი. მათ მიიღეს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის სიძულვილი და წინააღმდეგობა და უკრაინის არმიისგან შესაბამისი პასუხი", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics