|
2022-02-28 23:32:05, 1464 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტი უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარების აქციას იწყებს
კასპის მუნიციპალიტეტი მოძმე უკრაინელი ხალხისათვის იწყებს ჰუმანიტარული დახმარების აქციას. ამბავს კასპის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსები მოხმარდება განსაცდელის წინაშე მდგომ უკრაინელთა ოჯახებს. „მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესექტორს და მოქალაქეებს. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას კასპის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს. ტვირთის დასაწყობებისთვის ფართი გამოყოფილია კასპის სპორტკომპლექსის მრგვალ დარბაზში, რომლის მიღებაც შესაძლებელია 1 მარტიდან ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #38. კომუნიკაციისა და ინფორმაციისათვის საკონტაქტო ტელეფონები: 599 95 29 13; 599 85 74 24“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)