15:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 18:12:02, 827 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებებით, გაიზარდა ფართობის ზომის ოდენობა, სადაც მოსავლის დაზღვევა იქნება შესაძლებელი

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის პირობებით  დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ნაკვეთის ოდენობა 5 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე იზრდება.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა,  სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა არის  კვლავ 70%, ხოლო  ვაზზე 50%,  სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში, 2014 წლიდან  2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  გაცემულია 136 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 123 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.5 მლნ. ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 57.7 მლნ. ლარია.  აღსანიშნავია რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 113.8 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics