2022-02-28 16:06:51, 408 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი - რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პრემიერი და მთავრობა, მიმართული იქნება ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.
„მე ვეთანხმები პრემიერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მიმართული იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),