|
2022-02-28 14:24:57, 2877 ნახვა
საზოგადოება
ქუსლის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ქუსლის ტკივილი ძირითადად სხვადასხვა დაავადების გამო ჩნდება. ქუსლის ძვალი ტერფის ყველაზე მსხვილი ძვალია და ქვემოდან მასზე მიმაგრებულია ტერფის შემაერთებელი ქსოვილის ზოლი, რომელსაც ძირითადად ტერფის თაღები უჭირავს. ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზი უმეტესად არის ე.წ. პლანტარული ფასციიტი . ეს არის გარსის ანთება, რომელიც ბრტყელტერფიანობის, ჭარბი წონის, ფიზიკური გადატვირთვის, არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო იჭიმება. ამ დროს ადამიანი უჩივის ქუსლის ტკივილს, განსაკუთრებით - დილაობით, საწოლიდან ადგომისას, ანდა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, ფეხის გადადგმისთანავე. ქუსლების ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია აქილევსის მყესისა დაზიანება ან ანთება. ამ შემთხვევაში ტკივილი ლოკალიზებულია წვივის უკანა ზედაპირზე, ქუსლის ძვლის ზედა ნაწილში. ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებებიც , როგორიცაა: ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა და ოსტეოპოროზი. ქუსლის ტკივილის მკურნალობის გზები კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ქუსლის ფიქსატორებს სთავაზობს. ეს პროდუქცია ადამიანებს სხვადასხვა დაავადების დროს მკურნალობის პროცესში ეხმარება და ტკივილსაც უმსუბუქებს. სამედიცინო ჯგუფის ქუსლის ფიქსატორები 12 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. დედაქალაქის გარდა, მათი შერჩევა გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის შესაძლებელი. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ ფიქსატორს კი კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით. განვიხილოთ რამდენიმე მოდელი: ქუსლის ფიქსატორი - თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი ან შეშუპება გაწუხებთ,შეგიძლიათ ქუსლის სილიკონის თასი გამოიყენოთ. ქუსლის ფიქსატორი, იგივე ქუსლის სუპინატორი ან ქუსლის თასი დამზადებულია სილიკონისგან.მისი ტარება რეკომენდებულია ქუსლის დეზის შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წანაზარდი,რომლის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება. სილიკონის ქუსლის ბალიში - გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის ტარება ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად,ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქამს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად.ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)