02:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 12:39:58, 567 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში ხალხი იღუპება და აქ მართავენ კონცერტებს, ჟრიამული აქვთ ატეხილი

მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, საქართველოში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია პატრიოტი ხალხის გულანთებულ გრძნობებზე თამაშობს და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებაზე ფიქრობს.

„მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს მაგონებს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ  როცა, რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და მიშა-მიშა აძახებინეს და წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამოაცხადეს გამარჯვებულად და დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენი გულანთებული, პატრიოტი ქართველების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ. ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებაზე ფიქრობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics