2022-02-28 07:14:51, 691 ნახვა
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება
უკრაინა უნდა შეუერთდეს ევროკავშირს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Euronews-თან ინტერვიუში.
კორესპონდენტის კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს ევროკავშირი იმ ფაქტზე, რომ ათიათასობით ადამიანი მთელ ევროპაში გამოდის ქუჩებში და გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში შესვლის მოთხოვნით, ფონ დერ ლაიენმა თქვა:
"უკრაინას სურს ჩვენი სრული სოლიდარობა და ამას დაინახავს. უკრაინა უკვე არის ჩართული ზოგიერთ პროცესებში, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრაცია ერთიან ბაზარზე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა სფეროებში, მაგალითად, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. დროთა განმავლობაში უკრაინა შემოგვიერთდება. ეს ქვეყანა ჩვენი ოჯახის ნაწილია, ერთ-ერთი ჩვენგანი და გვინდა ვიხილოთ ის ევროკავშირში." - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,