04:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 10:49:23, 513 ნახვა

მსოფლიო
ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული ინფორმაცია 302-ე საზენიტო პოლკის დაკავების შესახებ ყალბია

უკრაინის შეიარაღებული ძალების არცერთ მებრძოლს იარაღი არ დაუყრია, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

მისივე თქმით, რუსეთი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხარკოვის რეგიონში 302-ე საზენიტო პოლკი დააკავეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ყველა უკრაინელი სამხედრო თავის საბრძოლო პოზიციებზე იცავს ჩვენს მშობლიურ ხარკოვის რეგიონს და ანადგურებს მტერს.

რუსეთი აქტიურად ავრცელებს გაყალბებას, რომ ხარკოვის რეგიონში 302-ე საზენიტო პოლკი დააკავეს. Ყალბია! რუსეთი ცდილობს შეარყიოს რწმენა ჩვენი ძალების მიმართ. მაგრამ არაფერი გამოვა!

ჩვენ ვიცავთ ჩვენს უკრაინულ მიწას, ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს! ჩვენ არ ვნებდებით, არასდროს!,"- წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ვითომ უკრაინის ჯარის 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკმა ნებაყოფლობით დაყარა იარაღი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics