2022-02-26 15:51:41, 586 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყოფა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
„სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,