03:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 03:02:21, 770 ნახვა

პოლიტიკა
მედვედევი და მიშუსტინი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ

ევროკავშირმა გამოაქვეყნა რუსი ჩინოვნიკების სია, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის გამო. 
სანქციების სიაში რუსეთის 78 მოქალაქეა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გარდა,  სანქციები დაუწესეს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს და პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინს. რუსეთის მმართველი ელიტის შავ სიაში შეყვანა ევროპული დიპლომატიის მეთაურებმა  ბარელმა გამოაცხადა,

გარდა ამისა, სანქციები დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმერ კოლოკოლცევისა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის გარემოსდაცვით, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში, უშიშროების საბჭოს წევრის სერგეი ივანოვის, მწვავე სანქციები ეხება ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებს.
ამერიკის შეერთებული შტატები ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს სანქციებს უწესებს. ინფორმაციას თეთრ სახლში ადასტურებენ. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, ვაშინგტონი, ევროკავშირთან ერთად, სანქციებს დააწესებს რუსეთის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების წინააღმდეგ. მისივე თქმით, სანქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. ცნობისთვის, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ასევე განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქიციებს აწესებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics