2022-02-25 12:30:42, 935 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მკაფიოდ ვაცხადებ, საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში
მკაფიოდ ვაცხადებ, საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას.
„ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,