11:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 00:03:30, 507 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - დაწესებულ სანქციებს უფრო დიდი შედეგები ექნება, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, დაწესებულ სანქციებს უფრო დიდი შედეგები ექნება, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას.

"პირველ რიგში, სანქციებს, რომლებიც ჩვენ დავუწესეთ რუსეთის ბანკებს, ისეთივე შედეგები ექნებათ და, შესაძლოა, უფრო მეტიც, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას. მეორე - SWIFT-დან გარიცხვა ყოველთვის რჩება შესაძლო ვარიანტად, თუმცა ეს არ არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ევროპას ამჟამად სურს.

ჩვენს მიერ დაწესებული სანქციები აჭარბებს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვასაც კი, უფრო მეტიც, ის აჭარბებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. ჩვენმა სანქციებმა მსოფლიოს 2/3-ის გაერთიანება გამოიწვია. ეს ძლიერი სანქციებია და მათი ეფექტურობის შესახებ ერთ თვეში ვისაუბროთ, ვნახოთ, მუშაობენ თუ არა." - განაჯხადა ჯოზეფ ბაიდენმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics