2022-02-24 19:45:29, 689 ნახვა
პოლიტიკა
„პასუხი პუტინს“ - რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
„პასუხი პუტინს“ - ამ სლოგანით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ.
აღნიშნული აქცია-მსვლელობა პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ დაანონსა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,