13:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 14:20:29, 578 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეოს მინისტრები - უკრაინა სასწრაფოდ უნდა მომარაგდეს საბრძოლო მასალით

ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა სასწრაფოდ უნდა მოამარაგონ საბრძოლო მასალითა და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. 

„რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტეროტორიული მთლიანობას.

სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. Slava Ukraini!" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics