23:53 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 19:24:32, 632 ნახვა

მსოფლიო
კიევის მერი აღნიშნავს, თუ რა შეზღუდვები დაწესდება უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თუ უმაღლესი რადა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყანაში შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდება:

• ოლქებში, საოლქო სამთავრობო ადმინისტრაციისა და კიევის საქალაქო სამთავრობო ადმინისტრაციის თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით ოპერატიული შტაბები მუშაობას დაიწყებს;

• ქალაქებისა და ოლქებში შესვლასა და გასვლაზე გაძლიერებული კონტროლი დამყარდება;

• შესაძლოა, ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდოს და მოხდეს მათი შემოწმება;

• შეიზღუდება მასობრივი შეკრებები;

• აიკრძალება საპროტესტო აქციების გამართვა და შესაძლოა, სხვა დაწესდეს დამატებითი შეზღუდვებიც.

კიევის მერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადების შემთხვევაში, შეზღუდვები 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა ისიც, რომ სხვა ქალაქებსა და ოლქებში კომენდანტის საათი არ იმოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ესაბამის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან დამოუკიდებლად არ მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics