23:53 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 18:52:49, 656 ნახვა

მსოფლიო
მეთიუ ბრაიზა - სააკაშვილს აღიქვამდნენ იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორად, რადგან ის რუსეთის 2008 წლის გეგმებს ააშკარავებდა

 „როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს, რადგან ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა 2008 წელს, რუსეთი“, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარმა, აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილმა ელჩმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო, რასაც ახლანდელი შედეგი მოჰყვა - გვაქვს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ევროპის უმეტეს ტერიტორიას ომის საშიშროებას უქმნის.

მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით არღვევს.

„როგორი სიტყვების თამაშიც არ უნდა სურდეს რუსეთს, სულ მცირე, NATO-ს ორ დედაქალაქში, ვაშინგტონსა და ბერლინში, ამას არ მიიღებენ, არ დაიჯერებენ. ცალსახა, უტყუარი ფაქტია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და უკრაინაში დამატებითი ძალების შეყვანით, მათი გადააადგილებით.
როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს იმის გამო, რომ ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა რუსეთი. 2008 წლის აგვისტოში ის ამბობდა, რომ შემდეგი კონკრეტულად ყირიმი იქნებოდა. ისევ და ისევ, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე. ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო. ახლა კი გვაქვს ეს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ომის საფრთხეს უქმნის ევროპის უმეტეს ტერიტორიას“, - აღნიშნა მეთიუ ბრაზამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics