|
2022-02-23 18:12:31, 556 ნახვა
საზოგადოება
პროექტის დებატები „უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, დებატკლუბების მუშაობა და სუპერვიზირება/მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, წარმატებით გრძელდება დებატკლუბების მუშაობა და სუპერვიზირება/მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დებატებია და განათლების ინსტიტუტი ავრცელებს. მათვე ცნობით, ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა რომ მიუხედავად მუდმივად ცვალებადი, ჰიბრიდული თუ ონლაინ სასწავლო რეჟიმისა, დებატკლუბები სკოლებში მაინც წარმატებულად და სრულფასოვნად აგრძელებენ ფუნქციონირებას. „თითოეული კლუბის მუშაობამ და სუპერვიზირებამ კი აჩვენა, რომ მასწავლებლები თანმიმდევრულად მიუყვებიან პროგრამას და მოსწავლეებიც ძალიან მოტივირებულად არიან ჩართული ყველა სახის აქტივობაში. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ არაფორმალური განათლება და მსგავსი ტიპის სკოლის შემდგომი აქტივობები, რომლებიც მაღალი სტანდარტებით არის დაგეგმილი და ორგანიზებული, მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, წელს უკვე 60 დებატკლუბი მუშაობს აქტიურად სამეგრელოში, ზემო აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში, სვანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, რაჭაში, თბილისსა და აჭარაში.“ - ნათქვამია ინფორმაციაში. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)