|
2022-02-23 10:45:26, 2675 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 10 230 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 575 999. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 429 763. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 981 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 1 662, ქვემო ქართლი - 541, შიდა ქართლი - 638, გურია - 424, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 779, კახეთი - 842, მცხეთა-მთიანეთი - 218, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229 საიდანაც: 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 223, აჭარაში - 597, იმერეთში - 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 156 პირი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 137, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 33, იმერეთში - 28. 835 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 572 - თბილისში, 136 - აჭარაში. 124 142 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)