23:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 16:34:05, 685 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. შესრულებულ პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება.

„დღეს მორიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავასრულეთ მანჯგალაძის ქუჩაზე, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა ამ ქუჩის მოწესრიგებას. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. განახლდა წყალარინების ქსელი, წყლის და გაზის ახალი მილები განთავსდა. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ვიზუალურადაც პრობლემას წარმოადგენდა და ჰაერში იყო გადაჭიმული, მიწის ქვემოთ არის ჩატანილი. ახალი განათების ბოძები დამონტაჟდა და მოწესრიგდა ტროტუარები. დარჩენილია პატარა მონაკვეთი, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები და დღეს, დღის ბოლომდე მთლიანად იქნება დასრულებული, მაისში კი სავალი ნაწილი დაიხაზება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიიც ცნობით, პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყო  სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა; მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. მათ შორის, განახლდა საკომუნიკაციო კომპანიების: „თელასის“,  „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“ და „პისი მაქსის“ ქსელები; მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. 1 200 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები.

მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარი დაიხარჯა.

„ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ირაკლი ხელაძე“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics