23:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 10:55:41, 487 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში, გზის პირზე ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რეაგირება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინეს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები. ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების და თვითგადარჩენის ინსტიქტი.  

მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეული ცხოველების ნაშიერების ტყიდან გამოყვანით, ეს ცხოველები, ძირითადად, სასიკვდილოდ, ან სამუდამო ტყვეობისთვისაა განწირული. ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს, ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან; მათი ადგილი ველურ ბუნებაშია.

მოქმედი კანონმდებლობით, გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება და  უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველის ყიდვა-გაყიდვა დაუშვებელია. მსგავსი ქმედება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე პრიმა 4 მუხლის შესაბამისად, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება. გარდა ამისა, პირს უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველი ჩამოერთმევა და ის, შემდგომში, სასამართლოს დადგენილების მიხედვით, საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცემა. კერძო საკუთრებაში გარეული ცხოველის ყოლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა ის მოიპოვა კანონიერი გზით, ან ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შემოიყვანა. ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია ჰქონდეს უცხო ქვეყანაში გარეული ცხოველის კანონიერად შეძენის/ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საბაჟო დეკლარაციები, ვეტერინარული მოწმობა, სიტესის კონვენციით დაცული ცხოველის შეძენის შემთხვევაში - შესაბამისი სერტიფიკატი და ნებართვა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics