23:04 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 02:10:27, 523 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს მშვიდობის შენარჩუნება ოკუპირებულ დონეცკში და ლუგანსკში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს ამ ტერიტორიებზე "სამშვიდობო ფუნქციების შეიარაღებული ძალების განხორციელება".

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ინსტრუქცია „სამშვიდობო ფუნქციების შესახებ“ გაიცა თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელების „მიმართვასთან დაკავშირებით“.

რუსულმა სახელმწიფო რესურსმა RIA Novosti-მ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს „ერთობლივ თავდაცვას“ „რესპუბლიკების წინააღმდეგ აგრესიის აქტებთან საპირისპიროდ“.

რუსეთის ფედერაცია დადებს ცალკეულ შეთანხმებებს თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სამხედრო თანამშრომლობის, საზღვრების დაცვისა და ორმაგი მოქალაქეობის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, ნათქვამია "თანამშრომლობის ხელშეკრულებების" ტექსტში. ხელშეკრულებები იძლევა უფლებას გამოიყენონ სამხედრო ინფრასტრუქტურა და სამხედრო ბაზები ერთმანეთის ტერიტორიაზე. ისინი უკვე გადაეცა სახელმწიფო სათათბიროს და გადაეგზავნა შესაბამის კომიტეტებს.

განკარგულებთ ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

მანამდე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics