23:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 19:34:25, 508 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ამბის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება.

„აქაურობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ადგილი პარკინგად გამოიყენებოდა. რეაბილიტაციის შედეგად მივიღეთ გამწვანებული სივრცე. მოეწყო ბავშვების მოედანი, ატრაქციონებით, ასევე, კალათბურთის და ფეხბურთის მოედანი. დამონტაჟდა ლედ განათებები. ცხოველებისთვის სასეირნო ზონა ცალკეა. ახლა მთავარია, მოვუაროთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, აქ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ რეკრეაციული სივრცით. გლდანს დიდი პოტენციალი აქვს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჯამში, რეაბილიტირდა 10 000 კვ. მ ფართობი, სადაც სხვადასხვა  ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთისა  და ჭადრაკის მაგიდები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი, ასევე, სასმელი წყლის შადრევანი და ფიტნეს ზონა. 

„სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, ასევე, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო 183 სხვადასხვა სახის  ხე,  422 ბუჩქი და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, მალევე დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები. პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა. 

ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics