00:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 18:04:24, 498 ნახვა

საზოგადოება
„ჯანმო“-ს მადლობა ქართველ სამედიცინო პერსონალს

„ჯანმო”-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ქართველ სამედიცინო პერსონალს, პანდემიის წინააღმდეგ გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა. -ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰანს კლუგემ  წერილი და სპეციალური ჯილდო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოში გამოგზავნა.

„აღსანიშნავია, რომ „ჯანმო“-მ 2021 წელი, მსოფლიოში, სამედიცინო პერსონალის საერთაშორისო წლად გამოაცხადა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა სპეციალური ჯილდო, რომელიც ქართველმა სამედიცინო პერსონალმა ჰანს კლუგესგან მიიღო. 2021 წელი ძალიან მძიმე იყო როგორც ფიზიკური, ისე მორალური კუთხით ევროპისა და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის. COVID-19-ის პანდემია ნამდვილი გამოცდა და წარმოუდგენელი ტვირთი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემების, თუ - სამედიცინო პერსონალისთვის“, - ნათქვამია წერილში.

ჰანს კლუგეს თქმით, მედპერსონალი თავდაუზოგავად ებრძვის ინფექციას და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. ამ დროს კი, მათი ჯანმრთელობა, მუდმივად რისკის ქვეშ დგას. 

„გამოჩენილი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის,  მინდა ეს ჯილდო, თქვენი სამინისტროს საშუალებით, გადავცე მედპერსონალს.

მინდა, გთხოვოთ, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მიაწოდოთ ეს ინფორმაცია მათდამი მადლიერებისა და აღიარების ნიშნად“, - აღნიშნულია წერილში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics