00:01 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 12:54:31, 631 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 47.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე მთლიანი ექსპორტის 69.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.1 პროცენტით გაიზარდა და 231.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 84.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ბულგარეთი (ლ- 49.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 35.0 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 26.2 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 66.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 17.6 მლნ. აშშ დოლარით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics