|
2022-02-21 12:45:15, 428 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებს სწავლება ჩაუტარდათ
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცლეებს. უწყების ცნობით, სწავლება პროგრამის „დანერგე მომავალი“ იმ ბენეფიციარებისთვის იყო გათვალისწინებული, რომლებმაც მრავალწლოვანი ბაღები 2020 და 2021 წლებში გააშენეს. მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტმა მსმენელებისთვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს. "ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ასევე დაგეგმილია სასწავლო კურსები მსხლის, ბლის, კენკროვანი და ციტრუსოვანი კულტურების მიმართულებითაც. სწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისი აგროტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით ჩატარდება. აღნიშნული სასწავლო კურსები ევროკავშირის EU4Business ინიციატივის - „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. " - ნათქვამია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)