00:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 00:02:45, 776 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო ბორჯომში დევნილთა კომპატური განსახლების ობიექტის ნგრევას სიცრუეს უწოდებს

ტვ ,,პირველის" ეთერით დღეს გავრცელებული ინფორმაცია,  თითქოს, ბორჯომში,  დევნილთა კომპაქტური ჩასახლების  ერთ-ერთი ობიექტი ჩამოინგრა, რასაც  არასრულწლოვანის დაშავება მოჰყვა,  სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. - ამის შესახებ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტო იუწყება.

"საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ,რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ყოფილ სანატორიუმ ,,ბორჯომში" მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებმაც არ დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია  და განმარტეს,რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია.

ამ შინაასრის დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას." -წერია განცხადებაში.
​ 
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტო მედია საშუალებებს გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.​





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics