00:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-19 17:12:15, 1197 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტომ გამოაქვეყნა 300-ზე მეტი დევნილ ოჯახის სია, რომლებსაც სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-ზე მეტ  დევნილ  ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. 

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით,  თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც  ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5000 ოჯახი განსახლდება. 

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება. „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.  

დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე -  www.idp.gov.ge გამოქვეყნდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics