20:05 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 19:47:53, 804 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კომპანიის სხვა თანამშრომლებთან და შპს „მამისონის“ წარმომადგელებთან ერთად, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ღია ბაქნის გადახურვის სამუშაოები და ბაქნის ფილების სადემონტაჟო პროცესი მიმდინარეობს. 

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული განახლებისა და რეაბილიტაციის ფარგლებში,  გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში - მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა და გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის, როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები.  

მტერსოსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარს შეადგენს. განახლებული მეტროსადგურის გახსნამდე, მგზავრეთა მომსახურების მიზნით, მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „გოცირიძემდე“, ავტობუსის დროებითი მარშრუტი - N169 ამოქმედდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics