18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 15:58:44, 671 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ბაკურიანში Forbes - ის, BBC - ის, The New York Times - ის და სხვა ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტებს უმასპინძლა

მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლების მედიატური საქართველოში გრძელდება -  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  თბილისისა და მცხეთის შემდეგ  მათ სამცხე-ჯავახეთში უმასპინძლა. ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის მედიის 7 წარმომადგენელი  ბორჯომსა და ბაკურიანს ეწვია.

სამთო-სათხილამურო კურორტზე, კერძოდ, ბაკურიანში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა. მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებმა  ბაკურიანში სათხილამურო ტრასებზე ისრიალეს. 

ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში ყველის ფერმა დაათვალიერეს და მესხური ყველი დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებმა 300-წლიანი მესხური სახლი მოინახულეს, სადაც ადგილობრივი კერძების მასტერკლასი გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთის მონახულების შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები იმერეთს ეწვევიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული  ცნობილი ჟურნალისტები სტატიებს ამზადებენ შემდეგი გამოცემებისათვის:  "The New York Times", BBC"-ის, "Forbes", Independent", Dazed Magazine, "Marie Claire", "Sunday Times" და  "Sueddeutsche".
სტატიები  საქართველოს სამთო-სათხილამურო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ დაიწერება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics