|
2022-02-16 11:15:57, 928 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს
მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით. „პროგრამის ფარგლებში ფინანსდება HER-2 დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარია. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც ამ საჭიროების მქონე ქალებს, მათ ოჯახებს ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა და მათი უმეტესობა ქონების გაყიდვისა და სერიოზული საკრედიტო ვალდებულებებისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ ერთი ამპულა მედიკამენტის ფასი 5000 ლარამდეა. რიგ შემთხვევაში კი, ერთი გადასხმის ჩასატარებლად ორი სხვადასხვა მედიკამენტის ერთობლივი ფასი 9 000 ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)