|
2022-02-16 10:43:41, 697 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, გამოვლენილი გამოწვევები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა.- ამის შეახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ მოხსენებაში ხაზი გაუსვა, რომ დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ამ მიმართულებით სამინისტროსთვის აღმოჩენილი უწყვეტი მხარდაჭერისთვის. "ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებით გამოყო უწყების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორცილებული მასშტაბური სწავლებები, რამაც გამოძიების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, ევროპის საბჭოს ჩართულობით, უზენაეს სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ფაქტზე, რომლის საფუძველზეც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგით წარმოება დაინერგა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)