2022-02-15 18:19:01, 623 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ეთანხმება. - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
"დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას! " - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიასა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ნათელაშვილს და ხოშტარიას უფელბამოსილება პლენარული სხდომების არასაპატიო გაცდენისთვის შეუწყდათ. ხოლო ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის მანდატი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო შეუწყდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,