|
2022-02-15 13:11:17, 682 ნახვა
საზოგადოება
სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ მკლავჭიდის ფედერაცია კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სამინისტროში, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა და მისმა უფლებადამცველმა კახა კოჟორიძემ წერილი უკვე შეიტანეს. "ფედერაციამ მიიღო 4 წლიანი დისკვალიფიკაცია 2025 წლამდე და აქედან გამომდინარე შეგვაქვს ახლა სამინისტროში წერილი და ვიწყებთ სამართლებრივ დავას. სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს ეს თანხა, რაც მსოფლიო ფედერაციამ დაგვაკისრა. ", - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი. როგორც ჯაჭვლიანის უფლებადამცველი აცადებს, სამინისტროს 900 000 დოლარი და 20 000 ევრო უნდა დაეკისროს. ადვოკატის თქმით, საუბარია იმ თანხაზე, რაც მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ 2021 წელს არ გამართული ჩემპიონატის გამო საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას დააკისრა. ჩვენ ვითხოვთ, რომ სამინისტროს დაეკისროს დაახლოებით 900 000 დოლარი და 20 000 ევრო. ეს არის ის ფინანსური სანქიცა, რომელიც მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ ქართულ მკლავჭიდის ფედერაციას დააკისრა, იმის გამო რომ სამინისტროს ბრალეული ქმედებით საქართველოში ჩაიშალა 2021 წელს მსოფლიო მკლავჭიდის ჩემპიონატის ჩატარება" , - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა და მისმა უფლებადამცველმა კახა კოჟორიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)