|
2022-02-15 11:47:33, 1018 ნახვა
ეკონომიკა
Volvo Cars-ი და Northvolt-ი ელექტრო ბატარეების წარმოებას გეგმავენ
Volvo Cars-ი და Northvolt-ი ქარხანას დააფუძნებენ, რომელიც გამოუშვებს ბატარეების ახალ თაობას სრულად ელექტრო Volvo-სა და Polestar-ის ავტომობილებისთვის. 2025 წელს ქარხანა შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაიხსნება და 3000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. ქარხანასთან ერთად, 30 მილიარდი შვედური კრონის ინვესტიციის ფარგლებში კვლევით-განმავითარებელი ცენტრიც შეიქმნება. Volvo Cars-ი 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანების წარმოებასა და გაყიდვას ისახავს მიზნად. კომპანიის ელექტროფიკაციის სტრატეგიას ახალი ქარხანა და მჭიდრო კავშირები Northvolt-თან მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
“ჩვენი პარტნიორობა Northvolt-თან ბატარეების ელემენტების წარმოების მიზნით არის ელექტროფიკაციის მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული ამბიციების გასაღები. მზად ვართ, გავხდეთ ლიდერები პრემიუმ ელექტრომობილების სეგმენტში და 2030 წლისთვის გავყიდოთ მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილები. ახალი ქარხანა დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილისთვის გამოუშვებს ბატარეას,“ - ჰაკან სამუელსონი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი. „გეტებორგში ამ გიგაქარხნის დაარსება გადამწყვეტი ნაბიჯია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური საავტომობილო რეგიონის ტრანსფორმაციის გასაგრძელებლად, ასევე იმისათვის, რომ გავხდეთ მდგრადი ბატარეების წამყვანი გლობალური მიმწოდებლები“, - პიტერ კარლსონი, Northvolt-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. Northvolt-ისა და Volvo Cars-ის ერთობლივი საწარმო წიაღისეულის გარეშე ენერგიით იმუშავებს და იქნება მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპული ბატარეების ელემენტების წარმოებაში. საწარმოო კომპანიის ხელმძღვანელად Tesla-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ადრიან კლარკი დაინიშნა. Volvo Cars-სა და Northvolt-ს შორის პარტნიორობა ელექტრო ავტომობილების მძღოლებს მისცემს ყველაზე სასურველს - შორ მანძილზე სიარულისა და სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობას.
ქარხნის გახსნამდე, 2022 წელს კვლევით-განმავითარებელი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც გეტებორგში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. ცენტრის საქმიანობის ფარგლებში Volvo Cars გახდება ერთ-ერთი ავტომობილის მწარმოებელ იმ ბრენდებს შორის, რომლებიც ბატარეების ელემენტების განვითარებას და წარმოებას თავიანთი სრულყოფილი საინჟინრო შესაძლებლობების ნაწილად აქცევენ.
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)