|
2022-02-14 15:10:23, 573 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მიმდებარე სოფლებში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდის პროცესს თბილისის მერი კოჯორში დაესწრო. „სამუშაოები დილის ხუთი საათიდან მიმდინარეობდა. წყნეთში, კოჯორსა და მიმდებარე სოფლებში ცენტრალური გზები გასუფთავებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. დაახლოებით, 120 ტონა ტექნიკური მარილი გამოვიყენეთ ამ სამუშაოებისთვის. მთავარია, რომ გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი. პრობლემები არ შექმნილა, ტექნიკა და პერსონალი მობილიზებულია. თუ საჭირო იქნა, გაწმენდის ღონისძიებებს კიდევ გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, ბეთანიაში, დიდგორსა და თელოვანში. გზის გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)